ნათია თურნავა 2021 წლის ბიუჯეტზე - სახელფასო ფონდს მოაკლდება, ეს მომჭირნეობის წელია - Palitra News

ნათია თურნავა 2021 წლის ბიუჯეტზე - სახელფასო ფონდს მოაკლდება, ეს მომჭირნეობის წელია

2020-12-09 09:34:00+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება, რომლის განხილვაშიც ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს თავის წილი პასუხისმგებლობა.

როგორც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტში მცირე ბიზნესის დახმარების პაკეტი „არნახულად არის გაზრდილი“. თუმცა ამასთან ერთად აღნიშნავს იმასაც, რომ 2021 წელი მომჭირნეობის წელი იქნება და თანხები სახელფასო ფონდს მოაკლდება.

თურნავას თქმით, პირველ რიგში სახელმწიფო მოხელის ხელფასებს მოაკლდება.