პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. მისი თქმით, დღეს "ქართული ოცნების" დღის წესრიგში მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი დგას და აუცილებელია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აქცენტი გაკეთდეს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებზე. მისივე თქმით დღეს არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შედეგია.