პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს ავტომანქანა დაუცხრილეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილი პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტიაში გამორიცხავენ, რომ ბესო ბენდელიანის მანქანის ჩაცხრილვა მის პირად საქმიანობას უკავშირდებოდეს და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობასთანაა კავშირში.