მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატის ცვლილებასა და გაფართოებას გამორიცხავს.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საბჭოს ფორმატის შესაძლო გაფართოებასა და შედეგად, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას შეეხებოდა, უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატს არ დაემატება არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი.