"კოკა ყანდიაშვილი ჯერ არ არის გამოკითხული. როგორც კი, ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნათია მეზვრიშვილმა "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. "თიბისი ბანკი" შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კიბერთავდასხმის მისამართად რუსთაველის 12-ს უთითებს. აღნიშნულ მისამართზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მეზვრიშვილი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამოღებულია კომპიუტერები. "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას, უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს". - აცხადებს მეზვრიშვილი. ის არ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს, თუ როდის ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.