შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის ლევან ჯიბღაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია. მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიბღაშვილი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა.
მისივე თქმით, აღმკვეთი ღონისძიება, რომელიც ჯიბღაშვილს სასამართლომ შეუფარდა, არ ნიშნავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.