შეზღუდვების დაწესებასტან დაკაშირებით კომენატარი გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა მეზვრიშვილის თქმით, შემდგომი შეზღუდვები იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოხდება წესების დაცვა. მისივე თქმით, ეპიდვიტარებასთან დაკავშირებული პროცესი სრულად მართვადია.