ქვეყანაში დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირები შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, აქცენტი ხშირად კეთდება, რომ დანაშაული მოხდა, თუმცა პოლიციის მხრიდან მასზე რეაგირება, ყურადღების მიღმა რჩება. შს მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ბოლო დროის სტატისტიკა საფუძველი არ უნდა გახდეს იმის, რომ ყველა დანაშაულთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდეს.