ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში, – ამის შესახებ შსს-ს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელმაც გუშინ ველისციხეში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის გამოჩენის და მის მიმართ გამოძიების დაინტერესების შესახებ არსებულ შეკითხვებს. მისი თქმით, თუ ვინმემ ნახა ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას