საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოქალაქეების ქმედებები, კი რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებიდან იყო გასული. მისივე თქმით, მოხდება თუ არა იმ მოქალაქეების დაკავება, ვინც კანონი დაარღვიეს, ამ საკითხზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, პოლიციის მხრიდან აბსოლუტურად ყველა ქმედება, იყო კანონის ჩარჩოებში.