"მსჯელობა, თითქოს "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან "ჰეროინი" - არა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ნარკოტიკებთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება.