შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. გოგოჭური მეგობართან ერთად წუხელ ამაშუკელის ქუჩაზე სპეც-ოპერაციის შედეგად დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.