შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან ვასაძის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შსს-მ რეაგირება უკვე მოახდინა, გამოძიება დაიწო და ეს არავის უნდა გაუკვირდეს.
მეზვრიშვილმა კონკრეტულად კომენტარი გააკეთა ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ და განაცხადა, რომ იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.