ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა - ძმის შვილმა ბიძა მოკლა - Palitra News

ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა - ძმის შვილმა ბიძა მოკლა

2018-11-27 10:59:58+04:00

ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეთაში ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ძმის შვილმა ბიძა მოკლა. მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ოჯახური დავა გახდა.