ნათესავებმა ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი ორსანტია-ოტობაიის გამყოფ ხიდთან დაიტირეს. ენგურის ნაპირას ნათესავები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი ჯ.თ-ს სახლიდან გამოსვენებისთის შეიკრიბნენ. გარდაცვლილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 50-მდე მეტრშია. ნათესავების თქმით, ისინი აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გამოღმა ნაპირიდან მიაგონ პატივი მიცვალებულს.