ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე გადადიოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაცადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.