"ჯადოსნური გათამაშება" - ლიმონათი "ნატახტარის" ახალი კამპანია კვლავ გრძელდება. გათამაშდა კიდევ ერთი პრიზი: 4 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში. პრიზი 5 კაციანმა ოჯახმა მოიგო. "ნატახტარმა" კი კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო ოჯახს და დამატებით გადასცა მეხუთე საგზური. ჯადოსნურ დისნეილენდში ოჯახი მიმხინარე წლის 20 ოქტომებრს გაემგზავრება.
გათამაშება მიმდინარე წლის 20 მაისს დაიწყო. გათამაშებაშია 300 ათასი ცალი "ნატახტარის" ლიმონათი. პლანშეტები, მობილური ტელეფონები, ლეპტოპი, კიდევ სხვა უამრავი პრიზი. "ნატახტარის" ლიმონათის მთავარი პრიზია - ბინა ბაკურიანში, რომელიც ჯერ ისევ გათამაშებაშია. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს. ფიზიკური პირი ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე, თუ იგი შეიძენს გათამაშებაში მონაწილე პროდუქციას.