პოლიციელ ლადო ფრიდონაშვილს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ არაგვისპირთან მოხდა, რის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა პოლიციელი დააკავეს.