NASA-ს ახალი მისია სიცოცხლის წარმოშობის გამოსაკვლევად
NASA-მ მორიგი მისია OSIRIS-REx გაგზავნა, რომლის მიზანია დედამიწის მახლობლად მდებარე ნახშირბადით მდიდარი ასტეროდი ბენუს შესწასვლა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს გასაღებს სიცოცხლის გაჩენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა სახელად REXIS, რომელიც 2016 წლის სექტემბერში კოსმოსში გაიგზავნა სტუდენტების მიერ არის აწყობილი და 2023 წლისთვის ის ხლემეთზე ასტეროდის ნიმუშს ჩამოიტანს. REXIS შეაგროვებს და აღბეჭდავს X-სხივებს, რომელსაც ასტეროდი გამოასხივებს, რაც მეცნეირებს მისცემს საშუალებას გამოიკვლიონ რომელი ატომური ელემენტებისგან შედგება ასტეროიდი და დაადგენენ მის მინერალების სტრუქტურას.
როგორც NASA-ს მეცნიერები ამბობენ, ის არის ფეხსაცმლის ყუთის ზომის ტელესკოპი, რომელიც იყენებს სინათლის სენსორს, რომელიც სენსიტიურია მხოლოდ X-სხივების მიმართ. მათი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც დაგვეხმარება მეტი ინფორმაცია მივიღოთ სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.