აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მარსზე 10 დღის წინ გაგზავნილმა აპარატმა , დედამიწაზე პირველი აუდიოჩანაწერი გამოგზავნა, რომელშიც ქარის მსგავსი ხმა ისმის.NASA-ს სპეციალისტი ბრიუს ბანერდტი აცხადებს, რომ მარსზე გაგზავნილ აპარატს, რაიმე სახის ხმის ჩაწერის შესახებ დავალება არ ჰქონია, თუმცა აღნიშნული აუდიოჩანაწერი მართლაც მეტყველებს იმაზე, რომ მარსზე შესაძლოა ბგერითი ხმების არსებობდეს. აღნიშნული ხმა იმდენად დაბალი ჟღერადობის არის, რომ ადამიანი მას ვერ გაიგებს, თუმცა, როგორც ჩანს, მისი დაფიქსირება აპარატმა შეძლო.NASA მარსზე აპირებენ დაამონტაჟონ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პლანეტის ზედაპირზე არსებული ვიბრაციის შესწავლა.მარსის შესწავლის პროექტს NASA ახორცილებს – დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, შვეიცარიასთან, ესპანეთთან და პოლონეთთან ერთად.