შეერთებული შტატების „აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების ეროვნულმა სამმართველომ“ (NASA) ფინური კომპანია Nokia შეარჩია პარტნიორად მთვარეზე პირველი LTE ქსელის შესაქმნელად.
როგორც Nokia-ს პრესრელიზში წერია, მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია Bell Labs მიიღებს მონაწილეობას მთვარის ზედაპირზე პირველი ქსელის განვითარებაში, რომლის განხორციელება 2022 წლის ბოლოს დაიწყება.
Nokia-ში განაცხადეს, რომ შემუშავებულია სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც გაუძლებს მთვარის მკაცრ პირობებს. კომპანია Intuitive Machines-თან ერთად იმუშავებს სისტემაზე, რომლის ინტეგრაცია მოხდება კოსმოსურ აპარატში, რომელსაც თავის მხრივ მთვარეზე აიტანენ. წინასწარი გათვლებით, შექმნილმა ქსელმა ხელი უნდა შეუწყოს მთვარეზე გაფრენის პროგრამას - Artemis, რომლის განხორციელებას NASA მომდევნო წლებში აპირებს.