არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორ ადამიანთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა."ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია.გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ქუთაისში.