"კვირის პალიტრა" ნარკორეალიზატორების საქმეზე გამოძიების მთავარი მოწმის სოლომონ მათიკაშვილის ჩვენებას აქვეყნებს. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში სოლომონ მათიკაშვილი ყვება თუ როგორ შესთავაზეს ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ ნარკოტიკული საშუალებები. მისი თქმით, ისინი უბიძგებდნენ დანაშაულისკენ, რის გამოც მიმართა პოლიციას და ნებაყოფლობით მონაწილეობდა საკონტროლო შესყიდვაში.