"ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ" საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიზანიც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციის მიმართულებით კომპლექსური ნაბიჯების დაგეგმვაა.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპლექსურ ნაბიჯებში შედის მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის შექმნა, შეფასებისა და გადამისამართების კომისიების ჩამოყალიბება, მკურნალობის სერვისების გაფართოება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების შექმნა.ორგანიზაციამ აღნიშნული ინიციატივები არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან განიხილა.