ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, გური მენაბდიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება გავრცელდა, არასწორია.
როგორც მენაბდიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნარკოტიკი GHB, რომელიც თითქოსდა ბოლო პერიოდში გავრცელდა, უკვე წლებია მოხმარებაშია.გური მენაბდიშვილმა უშუალოდ ამ ნარკოტიკული საშუალების მოქმედების შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, არის შემთხვევები, რომ GHB-ის ზედმეტი დოზის მოხმარება ფატალური შემთხვევებით დასრულდა.
მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მიმართვიანობა ძირითადად არის ე.წ. სირეცის მოხმარებაზე, ასევე ბუპრენორფინის შემცველ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პაციენტების მხრიდან.