სასამართლოში შსს-ის მაღალჩინოსნის შესახებ, რომელიც საქართველოში 1 კილოგრამი ნარკოტიკის შემოტანაშია ბრალდებული, საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეზე დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე გოგა გელაშვილი. გავრცელებული ვერსიით, ის და მისი ახლო ნათესავი იმ მოქალაქის ჩვენების საფუძველზე დააკავეს, რომელსაც საზღვარზე ერთ კილოზე მეტი ნარკოტიკი უკანატანით შემოჰქონდა.