ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბერის ადვოკატმა სასამართლოს მისი ნაწილის შუამდგომლობა და ბერის დახასიათება წარუდგინა. მას თავმდებში სასულიერო პირები უდგებიან. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი მათ შორის, ერთი ათონის მტაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. მეორე დაკავებულს, რომან მალანიას 10 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა, მისი ინფორმაციით ჩანთა რომელში 40 აბი სუბოტექსი იყო დამალული სწორედ ბერს ეკუთვნოდა.