სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.