ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტს ბაქარ ყორშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქვე, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის დაკავებული 500 ლარით დააჯარიმა.ადვოკატის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ისინი პროკურატურისთვის საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართვას გეგმავენ.ბაქარ ყორშიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 5 სექტემბერს დაინიშნა.