"ეს არის ადგილი, სადაც გემო მისტიკაა, ტოპინგი სათამაშო, ფანტელები კი ფერადი დეკორაცია" - ეს მუზეუმის სლოგანია, სადაც 10 ტკბილი და ფერადი ინსტალაციაა.ეს არის ადგილი, რომლის არსებობაც ალბათ ბავშვობაში ყველას უნატრია! 10 000 ბანანის დესერტის ინსტალაცია, დამდნარი ესკიმოები, ტკბილეულის საცურაო აუზი და სხვა მრავალი დეკორაცია ნაყინის მუზეუმს ამშვენებს. ადგილზე ნამდვილი, უგემრიელესი ნაყინის მრავალფეროვანი არჩევანიცაა წარმოდგენილი.
მუზეუმის შექმნისას მეცნიერებთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა, რათა ინსტალაციებს ჰქონოდათ ძალა სტუმარს აღექვა გემო და შეეგრძნო ტკბილი სურნელი.