ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში სავარაუდოდ 1 ივლისს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს გააფორმებს და ოფიციალურად გახდება სახელგანთქმული იტალიური კლუბის ფეხბურთელი.
როგორც იტალიური გამოცემა Areanapoli.it იტყობინება, ნეაპოლში ჩასვლამდე 2 კვირით ადრე კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" არ ითამაშებს და დარჩენილ დროს განტვირთვას მოახმარს.
„ნაპოლის“ შეკრების პირველი დღეები უკვე დაგეგმილია. ყველა განსაკუთრებულად ელოდება ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც ლორენცო ინსინიე უნდა შეცვალოს.
1 ივლისს იქნება გუნდის შეხვედრა მედიასთან და საწვრთნელი პროცესის დასაწყისი. ცნობილია, რომ "ნაპოლი" პირველ საკონტროლო მატჩს 14 ივლისს გამართავს. კიდევ ერთი თამაში 17 ივლისსაა დაგეგმილი.
ჯერჯერობით, ეს იქნება სპარინგები იტალიის ქვედა ლიგების გუნდებთან, შემდეგ უკვე სერიოზული მეტოქეებიც გამოჩნდებიან", - წერს Areanapoli.