ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამი ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.„დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, - აღნიშნავენ უწყებაში.თვითმხილველები ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ყვებიან. როგორც ადგილობრივებმა "პალიტრანიუსს" განუცხადეს, მათ აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს, რომ "ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი, ხმელეთზე ჩამოვარდა".ადგილობრივების ინფორმაციით, ვერტმფრენი, სავარაუდოდ, სოფელ აჩხოტიდან მოფრინავდა და ის სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე უნდა დაფრენილიყო, რა დროსაც, სტეფანწმინდის შესასვლელთან კატასტროფა განიცადა.ადგილობრივების ცნობით, სავარაუდოდ, გარდაცვლილებს შორის, სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომლები არიან.