ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის თავის არეში. კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობის შენარჩუნებას ექიმები მედიკამენტების საშუალებით ცდილობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში სამი არასრულწლოვანი მოყვა.