ისე გამოვიდა, რომ ლადო გრიგალაშვილი ანგელოზად გამოიყვანეს, - ამის შესახებ მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. გარდაცვლილის მამამ ბრალდებულის ოჯახის წევრების გამოკითხვა შეაფასა.„ვიცოდი, რომ ახალს არაფერს იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ უკვე აღარ ვიცი", -განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
იხილეთ: