ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეილებას ულოცავს. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად მუშაობას იწყებს. ღარიბაშვილმა, ევროსაბჭს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
ევროსაბჭს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ქვეყანა კი მზად არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმუშაოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერს კი მიაჩნია, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება საბჭომ უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა. შალვა პაპუაშვილი მადლიერებას გამოხატავს ევროსაბჭს ლიდერების მიმართ.