"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები წუხელ სოფელ გუმათში დარჩნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე კარვებში გაათენა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სოფელ ნამახვანში შესვლის უფლება უნდა მიეცეთ, რათა იქ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ.
გუმათის დასახლებაში რჩებიან სამართალდამცველები. პოლიციას ნამახვანის მიმართულებით გზა რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი და გამვლელები სოფელ ნამახვანის მიმართულებით გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.