სამხრეთ აფრიკის ნაკრძალი სტუმრებს მეტად უჩვეულო მომსახურებას სთავაზობს - ნებისმიერ მსურველს შეუძლია იცხოვროს შემოსაზღვრულ კოტეჯში, რომელიც ლომების სამყოფელის მეზობლად მდებარეობს. ამ საოცარი ადგილის ქირაობა დღე-ღამეში, ერთი ადამიანისთვის, 100 ამერიკული დოლარი ღირს.პროექტის დირექტორმა, სიუზანა სკოტმა, განაცხადა, რომ კოტეჯში ცხოვრება სრულიად უსაფრთხოა - ტერიტორიას შემოსაზღვრული აქვს ელექტრო ღობე.შიდა ეზოში შეგიძლიათ მოამზადოთ შაშხი, ამასთანავე, უსმინოთ ლომების ღმუილს და ფრინველების ჭიკჭიკს.სუზანას თქმით, ტურისტები გარეულ ცხოველებთან იმდენად ახლოს არიან, რომ შეუძლიათ თავი იგრძნონ ლომების ოჯახის წევრად. "ლომების სახლის" გაქირავებიდან შემოსული თანხა მთლიანად დაიხარჯება ლომების პოპულაციაზე.