ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც პორტოში არეულობა მოაწყვეს - გუნდის შემარცხვენლები უწოდა. ინგლისის ნაკრები პორტუგალიას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის სათამაშოდ ეწვია, სადაც საუთგეიტის გუნდი ჰოლანდიას დაუპირისპირდა. ინგლისელმა ფანებმა ადგილობრივებს ლუდის ბოთლები დაუშინეს, ოდნავ მოგვიანებით კი თავს პოლიციის კორდონებსაც დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ ამ საქციელზე უეფას სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაძშლოა ინგლისის ნაკრებს გარკვეული სანქციები დაუწესოს.