08:39
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ნახეთ, სანამ საახალწლო სუფრას გაშლით - რეპორტაჟი ბაზრობიდან
29-12-2015
წლის მიწურულს აგრარული ბაზრების დახლებზე ყველაზე დიდი რაოდენობით ინდაურს შეხვდებით. საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი არ გაძვირებულა და მისი შეძენა 40-60 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. თუმცა, მოვაჭრეების თქმით, მყიდველის რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე წინასაახალწლოდ ელოდნენ.

ფასი იგივე დარჩა გოჭსა და ქათამზეც. საშუალო ზომის გოჭი დეზერტირების ბაზარში 100-120 ლარი ღირს, საშუალო ზომის ქათამი - საშუალოდ, 12 ლარი. თუმცა მყიდველის ნაკლებობის გამო მოვაჭრეებს პროდუქტის გაყიდვა უფრო იაფად უწევთ.

ხორცპროდუქტებისგან განსხვავებით, გაძვირებულია თითქმის ყველა დასახელების ხილი და ბოსტნეული. ყველზე ფასები კი 8-დან 15 ლარამდე მერყეობს. საახალწლო სუფრისთვის გოზინაყის მოსამზადებლად კი დაახლოებით 40 ლარი დაგჭირდებათ. პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი ფასი, ტრადიციულად, ნიგოზს აქვს.

საახალწლოდ ბაზრებში ხალხმრავლობაა, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ მომატებული ფასის გამო ყველა სასურველი პროდუქტის ყიდვას ვერ ახერხებს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ახალი წლის შეხვედრა ახალი ნაძვის ხითაც გსურთ, დამატებით საშუალოდ 100 ლარის გადახდა მოგიწევთ. ჩიჩილაკის შეძენა კი გაცილებით იაფად, ერთი ლარიდანაა შესაძლებელი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები