იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომწამლავი ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრის შანსი: ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე მოცემული შემადგენლობა. აირჩიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აქტიური ქიმიური საშუალებების დაბალი შემცველობით. ყურადღება მიაქციეთ მასში ხელოვნური არომატიზატორების შემცველობას.ჩვევად გაიხადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად და იშვიათად გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე. გარეცხეთ ჭურჭელი სადილის დამთავრებისთანავე, რათა არ შეახმეს საკვები ჭრჭლის ზედაპირს და მარტივად მოშორდეს მას.სითხის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და ეცადეთ, არ შეისუნთქოთ მისი სუნი.გახსენით ჭურჭლის სარეცხი სითხე წყალში, კარგად გარეცხეთ ღრუბელი და ზედმიწვენით კარგად გაავლეთ ჭურჭელი გამდინარე წყალში, არანაკლებ 20 წამისა;ხშირად გამოიყენეთ ალტერნატიული ვარიანტები - ხალხური საშუელებები: სოდა, მდოგვის ფხვნილი, სარეცხის საპონი. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ცხიმს და ორგანიზმისთვის საშიშროებასაც არ წარმოადგენს.