19:44
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
TOP
ნახეთ რომელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და რა არის მათი კეთილდღეობის საიდუმლო?
11-06-2022

გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული? დღევანდელ რუბრიკაში მოგიყვებით თუ რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ქვეყნები მოწინავე პოზიციაზე და რა არის მათი კეთილდღეობის მთავარი მიზეზები.

ფინეთი, დანია, შვეიცარია — ამ ქვეყნებს ევროპის კონტინენტზე მდებარეობის გარდა ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ — აქ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მისი მთავარი საიდუმლო განათლებაშია. ფინეთი მუდმივად სახელდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნად. მისი ასეთი წარმატება მასწავლებლებისადმი პატივისცემითაა განპირობებული. ცხოვრების მაღალი ხარისხი და მშვიდი ტემპი, ტყეები, ტბები და ველური ბუნება — ესაა ქვეყანა, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს აერთიანებს და ამით სიაში პირველ ადგილს იკავებს.

მეორე ადგილზე დანიაა, რომელიც თითქმის ყველა კომპონენტში გამორჩეულია, იქნება ეს სოციალური სერვისები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ ანაზღაურება. ასევე კოპენჰაგენი მსოფლიოში ველოსიპედებთან ყველაზე მეგობრული ქალაქია, სანაპიროებით და შესაძლებლობებით. ასე რომ, ამ ქვეყნის ბედნიერება პლანეტისადმი პატივისცემიდანაც მომდინარეობს, თუმცა ეს საკმარისი არაა — კოპენჰაგენში დაფუძნებული ბედნიერების კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, დანიის ბედნიერების ინდექსი ბევრ სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული, მათ შორის მთავრობისადმი ნდობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე და ზოგადად, ცხოვრების დაბალანსებულ სტილზე.

სამეულშია ისლანდია - აქ გამოკითხულთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ რთულ დროს თანამოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვთ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისლანდიელები ერთ-ერთი ყველაზე გაერთიანებული ერია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდია გამოირჩევა ინკლუზიურობითა და თანასწორობაზე ორიენტირებულობით, ქვეყანაში დაბალია კრიმინალის დონე, ხოლო ჯანდაცვის სისტემა ძლიერია. საგულისხმოა, რომ ანგარიში ისლანდიას იმ ქვეყნების ჯგუფში აერთიანებს, რომელთაც პანდემიის პერიოდში სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. ისლანდიის გამორჩეული ბუნება ლეგიტიმურად იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ იქ მცხოვრები ადამიანი რთულია, უბედური იყოს.

მეოთხე ქვეყანა შვეიცარიაა. აქ მოქალაქეები ყველაფერს თავად ირჩევენ. მაგალითად, კენჭს უყრიან და ერთად წყვეტენ იმას შვებულების რამდენი დღე უნდა ჰქონდეთ დასაქმებულებს, ან რამდენი იმიგრანტი შეიძლება შემოუშვან ქვეყანაში. პირდაპირი დემოკრატიის ეს სისტემა შვეიცარიის მოქალაქეს აძლევს უპრეცედენტო განცდას, რომ მონაწილეობს საკუთარი ქვეყნის განვითარებაში, იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე — ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, სამეზობლოში შუქნიშნის დაყენებით დამთავრებული. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი კმაყოფილებასა და ბედნიერებაში ისახება.

ხუთეულს ნიდერლანდები ასრულებს - 2005 წლიდან ნიდერლანდების მონაცემები თითქმის არ შეცვლილა და ის სტაბილურად და დამსახურებულად ინარჩუნებს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის ადგილს. კვლევები მოწმობს, რომ ნიდერლანდებში ბედნიერების შეგრძნება ადრეული ასაკიდანვე შესამჩნევია. UNICEF-ის 2013 წლის კვლევის თანახმად, ნიდერლანდელი ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან, რისი თქმის საფუძველს იქაური განათლების სისტემა, უსაფრთხოების დონე და ჯანმრთელობის ხარისხი იძლევა.

მას მოსდევს ლუქსემბურგი. პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 600 ათასზე ნაკლებია, მოქალაქეებს მაღალ ხელფასებს, პენსიონერებს კი სოციალური დაცვის ძლიერ სისტემას სთავაზობს. თუმცა სანამ იფიქრებდეთ, რომ ლუქსემბურგელებს ბედნიერების ყიდვა ფულით შეუძლიათ, უნდა ითქვას, რომ მათ კიდევ ბევრი ისეთი შესაძლებლობა აქვთ, რომელიც ფულთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგალითად, მუშაობასა და დასვენებას შორის არსებული ბალანსი, რაც სავარაუდოდ, სავალდებულო 5-კვირიანი შვებულების დამსახურებაა.

მეშვიდე ქვეყანა რეიტინგში შვედეთია. ამ ქვეყანაში ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც შვედეთი ბედნიერ ქვეყნად ითვლება. აქ სოციალური თანასწორობის იდეა საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია და მასზე საუბარი საბავშვო ბაღიდანვე იწყება, რაც საერთო ჯამში, შვედეთს განსაკუთრებულად მიმზიდველ და კომფორტულ ქვეყნად აქცევს.

AutoPlay
ცხენზე ამხედრებული მოთამაშეები ერთმანეთს უთავო და უფეხო თხის ჩონჩხს ეცილებიან, რათა ქულების მოპოვების მიზნით დანიშნულების ადგილას ჩააგდონ - ნახეთ ყველაზე უცნაური სპორტის სახეობები
25-06-2022
TOP - ჩიტის ბუდის სუპი, შემწვარი კალიები და ობობები, გველის ღვინო, საუკუნის კვერცხი და კიდევ 10 ყველაზე უცნაური კერძი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მიირთმევენ
18-06-2022
ნახეთ ტოპ 10 საშინელებათა ჟანრის ფილმი
04-06-2022
ნახეთ რომელია ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე, რომელიც უსიამოვნო განწყობას იწვევს
28-05-2022
ნახეთ რომელია 10 ყველაზე მოდური და ორიგინალური ალკოჰოლური სასმელი
21-05-2022
ნახეთ როგორ გამოიყურება ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერები
14-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები