საკერავი მანქანა - ტანსაცმლის წარმოებას გრძელი ისტორია აქვს, მათ შორის ყველა იმ ატრიბუტს, რომელთა დახმარებითაც იქმნება სამოსი. დღეს მოგითხრობთ საკერავი მანქანის შესახებ, რომელიც მაგალითად წინა საუკუნეში იმისთანებისთვის მზითვის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო და რაღაც ეტაპზე ოჯახში სიმდიდრედ ითვლებოდა. დღესდღეობით მისით დაინტერესება უმეტესწილად ამ საქმით გატაცებული ადამიანების მიერ ხდება, რაც ინდუსტრიალიზაციის შედეგია. სწორედ ხელით სამკერვალო სამუშაოების რაოდენობის შესამცირებლად ქსოვილისა და საკერავი ძაფის დახმარებით სხვადასხვა სახის ჩასაცმელის შესაკერად საკერავი მოწყობილობა გამოიგონეს. პირველ საკერავ მანქანად ინგლისელ თომას სენტის ნამუშევარი ითვლება, რომელიც 1790 წელს განეკუთვნება.
პირველი მექანიკური მოწყობილობა ჩარლზ ფრედრიკ ვისენტალმა, გერმანული წარმოშობის ინჟინერმა წარმოადგინა 1755 წელს ინგლისში. ეს იყო მომავალი საკერავი მანქანის პირველი ვერსია. უკვე 1790 წელს თომას სენტის მიერ შემუშავებული საკერავი მანქანის დიზაინიც გამოჩნდა. მისი მანქანა განკუთვნილი იყო ტყავისა და ტილოს მასალაზე სამუშაოდ. ის კარგი დურგალი გახლდათ, ამიტომ მისი მოწყობილობა შეიცავდა ბევრ პრაქტიკულად ფუნქციურ მახასიათებელს: გამოწეულ სახელურს, მოკლე სიგრძის ტყავის დასამუშავებელ მექანიზმს, ვერტიკალური ნემსს და მარყუჟს.
პირველი ელექტრო მანქანები Singer Sewing Co.-მ შეიმუშავა და დაინერგა 1889 წელს. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ზინგერი გასაყიდად სთავაზობდა ხელის, სავარძლისა და ელექტრო მანქანებს. თავდაპირველად, ელექტრო მანქანები იყო სტანდარტული, გვერდით მიმაგრებული ძრავით, მაგრამ თანდათან ისინი უფრო პოპულარული გახდნენ და ძრავა თანდათან კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
სამკერვალო მანქანებისთვის იყენებდნენ მექანიზმებს, ლილვებს, ბერკეტებს 1970-იან წლებამდე, სანამ ელექტრო მანქანები გამოჩნდებოდა ბაზარზე. ელექტრო საკერავი მანქანები აერთიანებს კომპონენტებს, როგორიცაა მიკროსქემის დაფები, კომპიუტერის ჩიპები და დამატებითი ძრავები მანქანის ფუნქციების დამოუკიდებელი კონტროლისთვის. ამ ელექტრონულმა კომპონენტებმა განახორციელეს ახალი ფუნქციები, როგორიცაა ძაფის საჭრელების ავტომატიზაცია, ნემსის პოზიციონირება, აგრეთვე ნაკერების ციფრული ნიმუშები და მათი კომბინაციები. ელექტრონული ნაწილების ექსპლუატაციის ხანგრძლივობისა და გაზრდილი დატვირთვის გამო, ვერ უძლებს იმდენ ხანს, როგორც მექანიკური საკერავი მანქანები, რომელიც შეიძლება 100 წელზე მეტ ხანს იარსებოს.
21 საუკუნეში ტანსაცმლის წარმოება იმდენად დიდი ინდუსტრიაა, რომ კერვას როგორც წესი ამ საქმის მოყვარული ან პროფესიონალები მიმართავენ, შესაბამისად დღეისთვის საკერავი მანქანების ბრენდების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ არჩევანის გაკეთება, მხოლოდ თქვენს სურვილსა და შესაძლებლობებზე არის დამოკიდებული. რაც შეეხება მანქანების დეტალებს - მათი ფუნქციები, ხარისხი და შესაძლებლობები დღემდე ვითარდება.