თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობის მიმართულებები იცვლება. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი საბურთალოს გავლით იმოძრავებს ხოლო ზოგს მარშრუტი დამოკლდება. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის დროებითი გადასასვლელები მოეწყობა. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტობუსების მარშრუტებზე თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერძე არის განთავსებული.