თეთრი სახლის მთავარი ნაძვის ხე უკვე ადგილზეა. ყოველწლიურ ცერემონიას თეთრი სახლის ეზოში ამერიკის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა უმასპინძლა. მან პირადად მიიღო ამერიკელი ფერმერის საჩუქარი, რომელიც ადგილზე ცხენებით მიიტანეს. ცოტა ხნის წინ კი ბაიდენის ადმინისტრაციამ საშობაო მზადების ცერემონია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.