ბოლივიელმა სამართალდამცველებმა, მიზქეს მუნიციპალიტეტში 14 ტონა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაწვეს. ქვეყნის ანტინარკოტიკული პოლიციის განცხადებით მცენარე დაახლოებით 2 ჰექტარ მიწაზე იყო დათესილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამართალდამცველებმა ამ რაოდენობის მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. 13 წლიანი მუშაობის შემდეგ, ბოლივიაში ნარკოტიკების რეალიზაცია და მოხმარება საგრძნობლად მხოლოდ 2015 წელს შემცირდა. ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალეშმა თანამდებობაზე ყოფნისას ქვეყანაში ჰუმანური ნარკო-კონტროლის დამყარების ბრძანება გასცა. თავად მორალეში კოკას ყოფილი ფერმერია. კოკა ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ბაზაზე იწარმოება და მას სამკურნალოდ იყენებენ.