ნახეთ, რამდენ ლარად ყიდის 2 სააფთიაქო ქსელი უკვე ფასდაკლებულ "ტამიფლუს" - აფთიაქებმა ანტივირუსულ პრეპარატზე ფასების დაწევა დაიწყეს - Palitra News

ნახეთ, რამდენ ლარად ყიდის 2 სააფთიაქო ქსელი უკვე ფასდაკლებულ "ტამიფლუს" - აფთიაქებმა ანტივირუსულ პრეპარატზე ფასების დაწევა დაიწყეს

2019-01-11 11:31:27+04:00

სააფთიაქო ქსელებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „პალიტრანიუსს“ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან. „ავერსში“ „ტამიფლუს“ ფასი ამჟამად 68 ლარია. რაც შეეხება მარაგებს, როგორც „ავერსში“ ამბობენ, მათ ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში აქვთ, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ელოდებიან. გარდა ამისა, „ტამიფლუზე“ ფასი შეამცირა პსპ-მ. პსპ-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორის, თორნიკე გურულის განცხადებით, მათ სააფთიაქო ქსელში „ტამიფლუ“ თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება, რაც 68 ლარს შეადგენს.