23:31
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
TOP
ნახეთ მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი ტაძარი
16-04-2022

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი ტაძარი - სასულიერო არქიტექტურა ყოველთვის მომხიბვლელია თავისებურად, ყველას აქვს თავის საიდუმლო, ყველას ერთმანეთისგან განსხვავებით გააჩნია რაღაც განსაკუთრებული იდუმალება და სილამაზე. მაშ ასე წარმოგიდგენთ  მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ და ულამაზეს ტაძარს.

თეთრი ტაძარი ტაილანდში
ტაილანდი ეგზოტიკის მოყვარულთათვის რომ საყვრელი და საოცნებო ადგილია, ეს ცნობილია. თუმცა, ტაილანდში არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს Wat Rong Khun -ია იგივე ბუდისტური „თეთრი ტაძარია“, რომელიც ჩიანგრაის პროვინციაში მდებარეობს.
ეს სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარია, რომელიც ირგვლივ უამრავი შენობით, სკულპტრებით არის შემოსაზღვრული. ტაძარი თეთრია და სარკისებრი მოზაიკით, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდას სისპეტაკეს.


თუმცა, ტაძრამდე მისასვლელი გზა „რთულია“
ტაძარი სიმბოლურად ნირვანას წარმოდგენს, იქ მისაღწევად კი ჯოჯოეთის კარიბჭის, წამების და ტანჯვის ბილიკის გავლა უწევს ადამიანს. ბილიკის ორივე მხარეს მუდარით გამოწვდილი ხელებია.

ამ ბილიკის გავლის შემდეგ შეგხვდებათ რახის ქანდაკება-მითების მიხედვით ეს არის დემონი-გველეშაპი, რომელიც დაბნელების დროს მზეს ყლაპავს. ამის შემდეგ უკვე ხიდია პატარა ტბორზე, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ორი სამყაროს გამყოფ მდინარეს.

ამ ყველაფრის გადალახვის შემდეგ კი თეთრი ტაძარია. თუმცა, უცნობია რა ხდება ტაძარში, რადგან შიგნით ფოტოაპარატების შეტანა აკრძალულია. როგორც დამთვალიერებლები ამბობენ, ტაძარში ბუდას ქანდაკებებია. როგორც ამბობენ, ტაძრის მთავარ კედელზე წარწერებია ბროტებისა და სიკეთის მარადიულ ომზე, ამ ყველაფერს კი თანაედროვე კომიქსების გმირები წარმოადგენენ. მაგალითად, იქ შეგიძლიათ იპოვოთ ნეო „მატრიცადან“, სუპერმენი და სხვა სუპერგმირები.


ოქროს ტაძარი
ოქროს ტაძარი მდებარეობს ინდოეთში. ეს საეკლესიო ხუროთმოძღვრული ნაგებობა აშენდა მე -16 საუკუნეში. მის გარშემო დიდი წყალსაცავია, რომელიც წმინდად ითვლება. ეს ტაძარი ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სალოცავია. გარედან, შენობა ჰგავს თეთრ ოქროსფერ ლოტოსის ყვავილს. ქვედა ნაწილი დაფარულია მარმარილოთი, ხოლო ზედა - ოქროთი. ოქროს გუმბათი იწონის, სავარაუდო შეფასებით, დაახლოებით 400 კგ. შიგნით არის 4 შესასვლელი, რაც სიმბოლოა სალოცავის ხელმისაწვდომობაზე ყველა რწმენის მქონე ადამიანისთვის. ისლამური და ინდუსური მოტივები ფანტასტიკურად ერწყმის შენობის დიზაინს, რის გამოც ტაძარს უნიკალური სახე აქვს. მას ახსოვს როგორც კარგი, ისე ცუდი მოვლენები, შეიარაღებული კონფლიქტები და არეულობების შემთხვევები.


ისლანდია რელიქვია
ძლიერი, აბსოლიტურად ფანტასტიკური, რომელიც უხეშად აღწევს ცას. ლუთერანული ტაძარი, რომლის ნახვასაც ყველა ნატრულობს. ტაძრის მშენებლობა დაპირეს 1937 წელს, თუმცა მშენებლობის დაწყება 1945 წლამდე და მისი დაწყებიდან 41 წლის შემდეგ დასრულდა მშენებლბა 1986 წელს.
 

ინდოეთი ტაძარი მინაკში
ისტორია მინაკშის ტაძრის მიმართ დაკავშირებულია რომანტიკულ ლეგენდასთან: ერთხელ ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა უშვილო მეფე, ყოველთვის სთხოვდა ღმერთებს შვილს, ერთხელაც დაიბადა გოგონა, ოღონდ არა დედის მიერ არამედ მსხვერპლთ შეწირვის ცეცხლიდან. გოგონა დაიბადა სამი მკერდით. ბრძენებმა დაამშვიდეს შეშინებული მშობლები, უთხრეს რომ მესამე მკერდი გაქრება მაშინ როდესაც გამოჩნდება ღირსეული პრინცი და ისინი ეძებდნენ ღირსეულ პრინცს. როდესაც გოგონა გაიზარდა შეხვდა ღმერთ შივას კაილას მთაზე, და ტაძარი მიუძღვნეს მათსიყვარულს.


ტიბეტი, ჯოკანგი
ტაძარი ჯოკანგი მდებარეობს ტიბეტში ქალაქ ლხასაში. ტაძარი არის უძველესი ნაგებობა ის 1400 წელს ითვლის. ტაძარი აშენდა ნეპალის პრინცესის სტუმრობის სახელზე.


ბროლის მეჩეთი
მალაიზიაში არის ბროლის მეჩეთი. სამლოცველო სტრუქტურა, შენობის გარდა, მოიცავს 4 მინარეთს, რომელიც დამზადებულია აკურატული დიზაინით. ყველა მათგანი მინით არის დაფარული. დღის განმავლობაში, მეჩეთი ლამაზად ანათებს მზეზე სხვადასხვა ფერებში. ღამით, ის ანათებს ხელოვნური შუქით. შუშის კონსტრუქციები კარგად გადმოსცემს შუქს. ის ააშენეს 2008 წელს რამდენიმე წელიწადში. შიგნით მსახურობს 1, 5 ათასამდე მრევლი.

AutoPlay
ნახეთ TOP 15 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში
02-07-2022
ცხენზე ამხედრებული მოთამაშეები ერთმანეთს უთავო და უფეხო თხის ჩონჩხს ეცილებიან, რათა ქულების მოპოვების მიზნით დანიშნულების ადგილას ჩააგდონ - ნახეთ ყველაზე უცნაური სპორტის სახეობები
25-06-2022
TOP - ჩიტის ბუდის სუპი, შემწვარი კალიები და ობობები, გველის ღვინო, საუკუნის კვერცხი და კიდევ 10 ყველაზე უცნაური კერძი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მიირთმევენ
18-06-2022
ნახეთ რომელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და რა არის მათი კეთილდღეობის საიდუმლო?
11-06-2022
ნახეთ ტოპ 10 საშინელებათა ჟანრის ფილმი
04-06-2022
ნახეთ რომელია ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე, რომელიც უსიამოვნო განწყობას იწვევს
28-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები