წინასაარჩევნოდ ელექტორატის მისაზიდად პოლიტიკური პარტიები საზოგადოების კონკრეტულ საჭიროებებზე იწყებენ აპელირებას და სხვადასხვა პრობლემის სწრაფი მოგვარების დაპირებებით გამოდიან. გამონაკლისი არც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდია. საქართველოში პოლიტიკური ფრონტის ველი მრავალფეროვანია, ისევე, როგორც მათი ეკონომიკური დაპირებები. ეკონომიკის ექსპერტები წინასაარჩევნო დაპირებებში პოლიტიკურ სუბიექტებს მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებენ. ექსპერტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ზოგადად დაპირებები გადაჭარბებულია და გამარჯვების შემთხვევაში პარტიას არც დრო და არც ბიუჯეტი ეყოფა. ავტორები: ალეკო გვეტაძე, ბესო ზარიძე