კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმრო კომპლექსზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ერთი ამერიკის მოალაქეა. ვარაუდობენ რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. თავდასხმა გუშინ შუადღით მოხდა. სასტუმროს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. მათ თავდაპირელად ასაფეთქებელი მოსწყობილობა ავტომობილების პარკინგზე გაააქტიურეს, შემდეგ კი ერთერთმა მათანმა სასტუმროს ჰოლში თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა სომალიში მოქმედმა დაჯგუფება ალ შაბააბმა აიღო.