2019 წლიდან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდმა“ შეცვალა.ფასის დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენება. უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად - ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელდება.
როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.ცვლილებები ასევე ეხება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა.